უკანასკნელი ჩამოტვირთვები

მიიღეთ Clementine-ს უკანასკნელი სტაბილური ვერსია თქვენი ოპერაციული სისტემისათვის.

Ubuntu-ს PPA

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Clementine-ს ბოლო ვერსია Ubuntu-ს ოფიციალური PPA-ს გამოყენებით:

sudo add-apt-repository ppa:me-davidsansome/clementine
sudo apt-get update
sudo apt-get install clementine

დამოკიდებულებები Ubuntu Precise-სთვის (12.04)

Clementine-ს ახალი ვერსიები მოითხოვენ GStreamer 1.0-ს, რომელიც Ubuntu 12.04-ს არ მოჰყვებოდა. თუ Clementine-ს ინსტალაციისას შეცდომები დაფიქსირდება, დაამატეთ GStreamer-ის PPA:

sudo add-apt-repository ppa:gstreamer-developers/ppa

სხვა ჩამოტვირთვები

Clementine პულტი Android-ისთვის

არაოფიციალური პაკეტები

თუ თქვენი დისტრიბუცია არ არის ზემოთ მოცემულ სიაში, შესაძლოა ვინმემ არაოფიციალური პაკეტი შექმნა თქვენთვის.

აწყობა წყაროს კოდიდან

Clementine-ს წყაროს კოდიდან აწყობა მარტივია Linux-ზე. ჩამოტვირთეთ წყაროს კოდის პაკეტი ზემოთ მოცემული სიიდან და ტერმინალში აკრიფეთ:

cd bin
cmake ..
make
sudo make install

დეველოპერული ვერსიები

Clementine-ს დეველოპმენტი ხდება git რეპოზიტორიაში. შეამოწმეთ კოდი ამ ბრძანებით:

git clone https://github.com/clementine-player/Clementine.git clementine-player

თუ არ გსურთ დეველოპერული ვერსიის აწყობა ცადეთ ყოველ საათში განახლებული პაკეტებიდან ერთ-ერთი:

ამ დეველოპერული ვერსიებისთვის არსებობს Ubuntu-ს PPA:

sudo add-apt-repository ppa:me-davidsansome/clementine-dev
sudo apt-get update
sudo apt-get install clementine

ძველი ჩამოტვირთვები

ვერსია 1.4.1-17-g4ea9d473a


Notes

Raspberry Pi is a trademark of the Raspberry Pi Foundation