შესახებ & ფუნქციები

  • მოძებნეთ და დაუკარით კომპოზიციები თქვენი ლოკალური მუსიკის ბიბლიოთეკიდან.
  • მოუსმინეთ ინტერნეტ რადიოებს: Spotify, Grooveshark, SomaFM, Magnatune, Jamendo, SKY.fm, Digitally Imported, JAZZRADIO.com, Soundcloud, Icecast და Subsonic servers.
  • მოძებნეთ და დაუკარით სიმღერები, რომლებიც ამ მომსახურებებში გაქვთ ატვირთული: Box, Dropbox, Google Drive, და OneDrive
  • შექმენით ჭკვიანი და დინამიკური ფლეილისთები.
  • ჩანართები ფლეილისთებისთვის, M3U, XSPF, PLS და ASX ფორმატების შემოტანა და გატანა.
  • CUE sheet-ის მხარდაჭერა.
  • დაუკარით აუდიო დისკები.
  • ვიზუალიზაციები projectM.
  • ტექსტები, შემსრულებლის ბიოგრაფიები და ფოტოები.
  • მუსიკის ტრანსკოდირება ფორმატებში MP3, Ogg Vorbis, Ogg Speex, FLAC ან AAC.
  • დაარედაქტირეთ MP3 და OGG ფაილების ტეგები, გაუკეთეთ ორგანიზება თქვენს მუსიკას.
  • მიიღეთ ფაილების ტეგები MusicBrainz-იდან.
  • აღმოაჩინეთ და ჩამოტვირთეთ პოდკასტები.
  • ჩამოტვირთეთ ალბომების გარეკნები Last.fm-იდან და Amazon-იდან.
  • მრავალპლატფორმული - მუშაობს Windows-ზე, Mac OS X-ზე და Linux-ზე.
  • სისტემური შეტყობინებების მხარდაჭერა Linux-ზე (libnotify) და Mac OS X-ზე (Growl).
  • დისტანცური მართვა Android მოწყობილობის, Wii პულტის, MPRIS-ის ან ბრძანების სტრიქონის გამოყენებით.
  • მუსიკების კოპირება თქვენს iPod-ში, iPhone-ში, MTP-ში ან USB აუდიო დამკვრელში.
  • სიმღერების რიგის მმართველი.

Clementine არის მუსიკის თანამედროვე დამკვრელი და ბიბლიოთეკის ორგანიზატორი

Clementine არის მუსიკის მრავალპლატფორმული დამკვრელი. მისი შთაგონების წყარო არის Amarok 1.4, და მისი მთავარი მიზანი არის თქვენი სიმღერების მოსაძებნად და დასაკრავად სწრაფი და მარტივად მოსახმარი ინტერფეისის შემოთავაზება.


Clementine პულტი

მართეთ Clementine დისტანციურად თქვენი Android ტელეფონით

ანაბეჭდები

ეკრანის ანაბეჭდი

დასაკრავი სიის ჩანართი მრავალი Internet მომსახურებებიდან სიმღერების სმენისას

ეკრანის ანაბეჭდი

Subsonic-ის ინტეგრაცია

ეკრანის ანაბეჭდი

დასაკრავი სიის თვალიერება Android-ის აპიდან

ეკრანის ანაბეჭდი

დაკვრის მართვა Android-ის აპიდან


სიახლეები

Version 1.3.1 released - სამშაბათი, 2016 აპრილი 19

Fixes a bug where ratings are deleted when upgrading from older versions.

Version 1.3 released - პარასკევი, 2016 აპრილი 15

This release is compatible with the Clementine Remote application for Android which lets you control Clementine remotely from an Android device.
This release also adds support for accessing your music in Vk.com and Seafile.See the full changelog for more information.

გამოვიდა 1.2 ვერსია - კვირა, 2013 ოქტომბერი 13

ეს გამოშვება თავსებადია პროგრამასთან "Clementine პულტი Android-ისთვის" რომელიც Clementine-ს თქვენი Android მოწყობილობიდან მართვის საშუალებას გაძლევთ .
ამ გამოშვებას ასევე დაემატა Subsonic-ის მხარდაჭერა. და თქვენ ასევე შეგიძლიათ Box-ში, Dropbox-ში, Skydrive-ში და Ubuntu One-ში განთავსებული მუსიკის მოსმენა. და ბოლოს, მნიშვნელოვანი ახალი ფუნქცია არის თქვენი დასაკრავი სიების "შეფასების" საშუალება, რათა უსაფრთხოდ დახუროთ ისინი და მოგვიანებით აღადგინოთ "დასაკრავი სია" ჩანართიდან, რომელიც გვერდითა ზოლში დავამატეთ.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებათა სრული სია.

გამოვიდა 1.1 ვერსია - ხუთშაბათი, 2012 ოქტომბერი 25

ამ გამოშვებას დამეატა დიდად სასრუველი პოდკასტბის მხარდაჭერა და მათი gpodder.net-თან ინტეგრაციის და სინქრონიზაციის საშუალება. ასევე გვერდით ზოლში ინტერნეტის ჩანართში ხელმისაწვდომია მუსიკა Soundcloud-იდან და jazzradio.com-იდან, კიდევ თქვენ მიერ Google Drive-ში ატვირთული სიმღერები. Clementine ახლა თქვენი ადგილობრივი დისკიდან დაკრულ მუსიკაზე ასევე გიჩვენებთ ხასიათის ზოლებს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებათა სრული სია.

გამოვიდა 1.0 ვერსია - სამშაბათი, 2011 დეკემბერი 27

ამ ვერსიაში დამატებულია Spotify-ს, Grooveshark-ის და SKY.fm/Digitally Imported-ის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე დავამატეთ გლობალური ძებნის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად იპოვოთ მუსიკა არა მხოლოდ თქვენს ბიბლიოთეკაში არამედ ინტერნეტშიც. სხვა ფუნქციებში შედის: აუდიო დისკების მხარდაჭერა, მეტი პარამეტრები ტრასკოდირებისთვის, გაუმჯობესებული დიალოგი პარამეტრებისთვის, ჭკვიანი ძიება ალბომის გარეკნებისთვის, და გამოსწორებულია ძალიან ბევრი შეცდომა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებებათა სრული სია.

გამოვიდა 0.7 ვერსია - კვირა, 2011 მარტი 27

ამ გამოშვებაში Clementine-ს დაემატა ტეგების რედაქტორის სრულიად ახალი დიალოგი ავტო-დასრულების და მუსიკის ავტომატურად დადგენის და ტეგების MusicBrainz-იდან ჩამოტვირთვის მხარდაჭერით. ახლა მხარდაჭერილია CUE sheet-ებიც - მათი დადგენა ხდება ავტომატურად თქვენი ბიბლიოთეკის სკანირებისას და ყველა სიმღერა ცალკე გამოჩნდება. ჩვენ ასევე დავამატეთ ძალიან ბევრი პატარა გაუმჯობესება, მაგალითად ალბომების გარეკნების ჩვენება ბიბლიოთეკის ჩანართში, წაშლილი სიმღერების განაცრისფრება, პარამეტრი "ფაილების ბრაუზერში ჩვენება", ქსელის პროქსების მხარდაჭერა, პარამეტრი "მთელი ბიბლიოთეკის ხელახლა სკანირება", და ახალი ცოცია სიმღერებისვის, რომელიც გეხმარებათ უფრო აკურატულად გადაახვიოთ სიმღერის სასურველ ნაწილში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებების სრული სია.

გამოვიდა 0.6 ვერსია - შაბათი, 2010 დეკემბერი 11

ამ ვერსიაში დამატებულია ორი ახალი საინფორმაციო პანელი, რომელბიც უჩვენებენ ლირიკებს, სიმღერის სტატისტიკას, მომღერლის ბიოგრაფიებს, ფოტოებს, და მსგავსი მომღერლების ტეგების სიებს. ჩვენ ჩევცვალეთ გვერდითა ზოლის დიზაინი (თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ ძველ დიზაინზე დაბრუნება მასზე მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნებით), და ასევე დავამატეთ შეფასებები, დაკვრების და გამოტოვებების რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბიბლიოთეკის სიმღერებიდან შექმნათ ჭკვიანი და დინამიკური ფლეილისთები, ასევე მოუსმინოთ მუსიკას Jamendo-ს და Icecast-ის რადიო სადგურებიდან. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებების სრული სია.

გამოვიდა 0.5 ვერსია - შაბათი, 2010 სექტემბერი 18

ამ ვერსიაში დამატებულია Clementine-სთან პორტატული მოწყობილობების გამოყენების მხარდაჭერა, თქვენ შეგიძლიათ სიმღერების iPod-ში, iPhone-ში, MTP-სი, USB აუდიო დამკვრელში კოპირება. იხილეთ ვიკი მეტი ინფორმაციის მისაღებად. დისტანციური მმართვას დაემატა Wii Remote-ს გამოყენების მხარდაჭერა. სხვა ფუნქციები შეიცავს: სიმღერების რიგის მმართველი, ფაილების ორგანიზების დიალოგი, სვეტების ავტომატურად გაშლა ფლეილისთებში, ჩადგმული id3v2 გარეკნის ჩატვირთვა, მეტი პარამეტრები ბიბლიოთეკის სკანირებისთვის, გადათრევა და დაგდება ფლეილისთებს შორის, და ჰიპნოტოადი. ჩვენ ასევე ნახევარზე მეტით შევამცირეთ პროგრამის დაწყების დრო, მოვაგვარეთ მეხსიერების დატვირთვის და CPU მოხმარების შემცირების პრობლემა მუსიკის დაკვრის დროს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებების სრული სია.

გამოვიდა 0.4 ვერსია - სამშაბათი, 2010 ივნისი 29

ამ ვერსიაში დამატებულია შემდეგი ფუნქციები: ჩანართებიანი ფლეილისთები, ფლეილისთების ძებნა, projectM-ის ვიზუალიზაციები, Magnatune-ს ინტეგრაცია, ReplayGain-ის ხმის ნორმალიზაცია და მუსიკის ტრანსკოდირება. ჩვენ ასევე გამოვასწორეთ ძალიან ბევრი შეცდომა - დიდ ბიბლიოთეკებში ძებნა ახლა ძალიან სწრაფია, ახლა Windows-ზე სიმღერების დაკვრა ძალიან სტაბილურია, სიმბოლოების კოდირების პრობლემები მოგვარებულია, და დისტანციური ფლეილისთები ყოველთვის უშეცდომოდ უნდა ჩაიტვირთოს.

გამოვიდა 0.3 ვერსია - შაბათი, 2010 მაისი 08

ამ ვერსიაში ჩვენ ყველა ფლატფორმაზე GStreamer-ს ვიყენებთ, ეს ნიშნავს რომ ანალიზატორი და სიმღერებს შორის გლუვი გადასვლა იმუშავებს Windows-ზეც. ახალ ფუნქციებში შედის გამთანაბრებელი, მეტი პარამეტრები ბიბლიოთეკის დაჯგუფებისთვის, უფრო ლამაზი OSD, დისტანციური მართვა ბრძანების სტრიქონიდან და MPRIS-იდან, და ტეგების გამარტივებული რედაქტირება.

გამოვიდა 0.2 ვერსია - სამშაბათი, 2010 მარტი 23

ეხლახანს გავიდა ერთი თვე Clementine-ს პირველი ვერსიის გამოშვებიდან. ამ ახალ ვერსიაში დამატებულია შემდეგი ფუნქციები: ალბომის გარეკანი, უკეთესი "სხვადასხვა მომღერლების" დადგენა, ფლეილისთების ჩატვირთვის მხარდაჭერა და კიდევ ძალიან ბევრი.